Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რომ ამაყობ, 24 წლის ასაკში ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდიო, ისიც გაიხსენე რამდენი ადამიანი გაამწარე – ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს

მარშალ პრესი 03/04/2023
ვატო შაქარიშვილი

დაუსჯელობით გათამამებული ოლიგარქი კეზერაშვილი, საკუთარი ტელე-საროსკიპოდან გვეუბნება, რომ უსამართლობაა ემიგრაციაში და დევნილობაში ჩემი ყოფნაო… უსამართლობა ის არის, რომ დღეს შენ ლონდონში ზიხარ და არა ციხის საკანში – ასე მიმართავს საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს.

როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებას ახსოვს, თუ როგორ არეკეტებდა ბიზნესს ფინანსური პოლიციის უფროსის პოსტზე ყოფნის დროს კეზერაშვილი. ის ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ახსენებს, რომ მან ქართულ ჯარზე არ უნდა ისაუბროს, ვინაიდან, დავით კეზერაშვილს სასამართლოს მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის გამო, ზარალის ანაზღაურება აქვს დაკისრებული.

„დაუსჯელობით გათამამებული ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარი ტელე-საროსკიპოდან გვეუბნება, რომ უსამართლობაა ემიგრაციაში და დევნილობაში ჩემი ყოფნაო…
უსამართლობა ის არის, რომ დღეს შენ ლონდონში ზიხარ და არა ციხის საკანში! უსამართლობაა, რომ ნაცვლად, წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებისა, ვრცელ ინტერვიუებს წერ და ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას განაგრძობ!

რომ ამაყობ 24 წლის ასაკში ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდიო, ისიც გაიხსენე რამდენი ადამიანი გაამწარე ამ თანამდებობაზე ყოფნისას! რამდენს წაართვი საკუთარი შრომით ნაშენები ბიზნესი! რამდენი მილიონი ამოიღე რეკეტის გზით! რამდენი სიცოცხლე შეიწირე! რამდენი ადამიანი გაუშვი ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქონება და ბიზნესი არ გადმოგიფორმეს! ქართულ ჯარზე საერთოდ ხმას როგორ იღებ?! თუ ფიქრობ, რომ დრომ ჩამოწერა შენი ნამოქმედარი?! რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო, რამდენი ტელე-საროსკიპოც არ უნდა გახსნა, რამდენი პარტიაც არ უნდა მოისყიდო, ვერ ჩამოირეცხავ – საკუთარი ჯარის გაძარცვას, მოროდიორობას, წაგებული ომით გამდიდრებას, გმირი ჯარისკაცების ცხედრების მიტოვებას…!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

Continue Reading

Previous: ლაზარე გრიგორიადისი არქეტიპული ფიგურაა იმ საპროტესტო ტალღის რომელსაც ზეტ-გენერაციას უწოდებენ და საკუთარი ინტერესებისთვის ცდილობენ მართონ
Next: გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025