Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია, ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

მარშალ პრესი 02/04/2023
ირაკლი კობახიძე

ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია, ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა, რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან, ეს მანდატი ჩვენ მივიღეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეს მანდატი დადასტურდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. შესაბამისად, ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია და მე ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თბილისში “აჯანყებული ქალების მარში” გაიმართა
Next: გახსოვდეთ მიშას კრახი, ყველას გულით გირჩევთ, თავი შორს დაიჭიროთ, “ქოცები” იქნებიან, თუ “ჯუჯალარები”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.