Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით სერგეენკო: მასპინძელმა მხარემ ცალსახად გამოხატა თავისი მადლიერება. დააფასა ის, რომ დელეგაციაში არამარტო მმართველი გუნდის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ

მარშალ პრესი 17/04/2022
დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. როგორც მან განაცხადა, მასპინძელმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ და დააფასა, ის რომ საპარლამენტო დელეგაციაში მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

„შეხვედრის მიმდინარეობისას მე მკაფიო ტენდენცია დავინახე, რომ მოსალოდნელი შედეგები ბევრად უფრო პოზიტიური იყო. მასპინძელმა მხარემ ცალსახად გამოხატა თავისი მადლიერება. დააფასა ის, რომ დელეგაციაში არამარტო მმართველი გუნდის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ და ეს ხაზგასმულად იყო ნათქვამი მათ მიერ. ყველამ ვერ და არ მიიღო გადაწყვეტილება, მაგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“შეერთდებოდა [დელეგაციას]. არ ვიცი რატომ, მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და თვითონ აგებენ პასუხს თავიანთი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა.

Post navigation

Previous: ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
Next: ვახტანგ მეგრელიშვილი: ვიზიტმა დამარწმუნა, რომ უკრაინელებს განსხვავებული მოლოდინი აქვთ საქართველოსგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.