Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული

მარშალ პრესი 02/04/2023
პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული, – ამის შესახებ უკრაინული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, საქმე ეხება მილიონობით ევროს კონტრაბანდას. კერძოდ მათი მტკიცებით, აღნიშნულ პრობლემაზე უკვე ღიად საუბრობენ რუმინელი მებაჟეებიც. მათი თქმით, სიგარეტი საკონდიტრო პროდუქციასთან ერთად ხვდება რუმინეთში და ის პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ სატვირთოებით გადააქვთ.

მათივე ინფორმაციით, აღმოჩენილი კონტრაბანდული საქონლის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიონი ევროა.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

Continue Reading

Previous: უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
Next: ყველა გაიშიფრა! ხომ ვამბობდით, რომ „სირცხვილია“ არის ექსტრემისტული ძალადობრივი ორგანიზაციაო? – თამთა მეგრელიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025