Skip to content
12/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონმა პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 02/04/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მის მიერ 7 მარტს, „ტვიტერში“გაკეთებულ განცხადებას იხსენებს იმის შესახებ, რომ მარტის აქციები მაიდანს ახსენებს.

როგორც ლევან ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ვიოლა ფონ კრამონმა პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი.

„სულ ტყუილად ვეჩხუბებით და ვამუნათებთ ვიოლა ფონ კრამონს აქციაზე მისვლის გამო, სადაც მოძალადე კრიმინალს და პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს იცავდნენ. აქციის დროს ვიოლამ დაწერა, ეს მოვლენები მაიდანს მაგონებსო, მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, ის იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ოპოზიციას მივმართავ: როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ
Next: უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.