ვაშა, მეგობრებო, ვაშა! შიგ ევროპაში ვართ უკვე – სოსო მანჯავიძე

970X90

ვაშა, მეგობრებო, ვაშა! შიგ ევროპაში ვართ უკვე! თანაც რა საოცარი გზით შევდივართ! ასეთი რამ ევროპაში ჯერ არ უნახავთ! ყველა პარამეტრს ვაკმაყოფილებთ, პირიქით, ვუსწრებთ ევროპას.”- ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე მთავრობის კანცელარიასთან, დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას, სადაც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც იმყოფებოდა.

“აბა ვის ჰყავს ასეთი ეროვნული გმირი, მამაზე ძალადობაზე ნასამართლები, ჰომოსექსუალი, დემოკრატიული მოლოტოვის კოქტეილების უშიშარი მტყორცნელი, ვიოლა ფონ კრამონის თაყვანისცემის ობიექტი!

აუცილებელია უკვდავჰყოთ გმირი ლაზარე და ძეგლი დავუდგათ პარლამენტის წინ. ძეგლში ის მომენტი უნდა იყოს ასახული, როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ტყორცნის პოლიციელებს.
სასურველია, რომ მისი იმპოზანტური ფიგურა უკვდავი ჟესტით სვეტზე იყოს აღმართული, როგორც წმინდა გიორგის სტატუაა თავისუფლების მოედანზე!
ამის შემდეგ ევროპარლამენტარებს სინანული შეიპყრობს და და დაუყონებლივ გაგვაკანდიდატებენ.

ამის გარდა, მინდა ვუსაყვედურო გმირის დამცველებს მათი არასაკმარისი თავდადება და ერთი მოკრძალებული რჩევა მინდა მივცე.
უყურონ კინოფილმ ,, წუთისოფელს” და აიღონ მაგალითო, როგორ გადაარჩენს სოფიკო ჭიაურელის გმირი შვილს-ის გაიხდის და იქ მდევარი ვეღარ შევა.
ჰოდა, ეს ბიჭი თქვენი შვილი არ არის?

მიდით პარლამენტთან და გაიხადეთ , . ხოლო მამაკაცებმა გირჩულად ჩაიხადეთ. კარგი იქნება, თუ ვიოლაც გაიხდის-ეს გააძლიერებს ევროკავშირისაკენ ლტოლვას ამის მაყურებელ ხელისუფლებას შერცხვება და გმირ მოლოტოვის მტყორცნელს გამოუშვებს.

და კიდევ- დააწესეთ დემოკრატიული მოლოტოვის კოქტეილის დღე. მოკლედ, დილა მშვიდობისა ქურდებო, დილა მშვიდობისა ყაჩაღებო, დილა მშვიდობისა მკვლელებო, დილა მშვიდობისა გათახსირებულებო! მოგიკვდეთ იდიოტი მამა! რა გვინდოდა წვენებში!”- წერს სოსო მანჯავიძე.

970X90
გაზიარება