Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ – გიორგი ამილახვარი

მარშალ პრესი 01/04/2023
გიორგი ამილახვარი

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მათი სურვილია, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში.

„მე მეტად წავახალისებ ამ პროცესს. მეტი დასავლური და ევროპული განათლება უნდა შემოვიტანოთ ჩვენს უნივერსიტეტებში და ეს რას ნიშნავს? – ჩვენ შევქმნით კონკრეტულ პროგრამასა და მექანიზმებს, რათა წავახალისოთ ერთობლივი, საერთაშორისო პროგრამების დანერგვა აქ, საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში, ამიტომ ამას ექნება პრიორიტეტული მნიშვნელობა.

ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ძალიან მალე ჩვენს სტუდენტებს შევთავაზებთ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მექანიზმებს – იქნება ეს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული, თუ სხვადასხვა მიმართულებით. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, ჩვენ მათ დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ამილახვრის თქმით, სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დაახლოებით, ერთ თვეში წარუდგენს.

Post navigation

Previous: ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას – დავით ქართველიშვილი
Next: მოპოვებულია 7-8 მარტის აქციის მონაწილეების დახურული მიმოწერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.