ნოდარ მელაძის გრანდიოზული @ლეობა – როგორ გაეპარათ სიყალბე პირდაპირ ეთერში “ტვ პირველს” (ფოტო ფაქტი)

4987
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში პოლიციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის დროს, ე.წ. ჟურნალისტებს სიყალბე გაეპარათ.

მელაძის განცხადებით აჭარის პოლიციის უბნის ინსპექტორების დეპარტამენტის უფროსი დავით რიჟვაძე პოლიციელებს ავალებდა ხალხზე ენადირათ და პირბადის არ ტარების გამო ჯარიმები გამოეწერათ. მელაძის განცხადებით დავით რიჟვაძე უბნის ინსპექტორებს გეგმას უსახავდა და დღიურ ლიმიტად მოქალაქეებისთვის ჯარიმის სახით ჯამში 3000 ლარის გამოწერას თხოვდა. ასეთი ბრძანების დამამტკიცებელი ე.წ. სქრინი ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში ძალიან სწრაფად გაუშვა, იმ იმედით, რომ მაყურებელი ვერ მოახერხებდა წაკითხვას და მხოლოდ “ტვ პირველის” მიერ მოყოლილს დაიჯერებდა. გთავაზობთ სქრინს, რომელიც “ტვ პირველის” პირდაპირი ეთერიდან ამოვჭერით. კარგად წაიკითხეთ რა წერია “ტვ პირველის” ეთერში გაშვებულ სქრინში. თქვენ დარწმუნდებით და ნახავთ რომ ყველაფერი პირიქითაა. ე.წ. ჟურნალისტი  ნოდარ მელაძე განზრახ ამახინჯებს რეალობას პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით.

 

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება