Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 01/04/2023
მამუკა მდინარაძე

ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია. ამ სამიდან ორი ეხება ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შესასრულებელ რეკომენდაციებს და მივყვებით დეტალურად თითოეულ ფრაზას. არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში, მაშინ, როცა ის გამაერთიანებელი და ზეპარტიული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად“, – აცხადებს მდინარაძე.

Continue Reading

Previous: სასტუმრო ამბასადორში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით ამავე სასტუმროში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს
Next: ვერ მოგართვით – ნინო ლომჯარია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025