Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“მაისის სტუდენტური მოძრაობა” ულტიმატუმს აყენებს

მარშალ პრესი 31/03/2023
მაისის სტუდენტური მოძრაობა

თუკი ეცდებით ერთი ჩვენგანის დასჯას, მიიღებთ ჩვენგან ათასს! – ამ ულტიმატუმს აყენებს ე.წ “მაისის სტგუდენტური მოძრაობა” და აქტივისტ ლაზარე გრიგორიადისის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ მოძრაობის განცხადება/ულტიმატუმშია ნათქვამი.

„სისტემამ საპოლიციო დევნის მანქანა აამუშავა. ჯერ, აქციის მონაწილეებს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდა რობოკოპებით. შემდეგ, მათი სახალხოდ დასჯა გადაწყვიტა საკუთარი საცეცებით, პოლიციითა და სასამართლოთი.

ბრჭყალები ჯერ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის უსამართლოდ შესვლით გამოაჩინეს და ლაზარეს დაკავებით გააგრძელეს. დევნა ჯერ არ დასრულებულა! გისოსებს მიღმა შესაძლებელია, სხვებმაც ამოვყოთ თავი!

ლაზარე რიგითი ჩვენგანია. მიეკუთვნება იმ ახალგაზრდათა ნაწილს, რომელმაც აკადემიური წელი აიღო, უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა, მაგრამ შრომა არ შეუწყვეტია. მუშაობა დაიწყო იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსური სახსრები ჰქონოდა. ის ნაწილია ქვეყნის უმრავლესობის, მშრომელი ხალხის, რომელიც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის.

დღეს მთავრობას საკუთარი უზნეო და უსირცხვილო განცხადებებით სურს, ის საპირისპიროდ დაგვანახოს, ჩირქი მოსცხოს მას ყალბი და გაცვეთილი პოპულიზმით. ცდილობენ, მაგრამ ვერ შეძლებენ!

ჩვენი უპირობო სოლიდარობა ლაზარეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეეწინააღმდეგა და ახლაც მედგრად იბრძვის არსებული მჩაგვრელი და უთანასწორობის მომტანი სისტემის წინააღმდეგ!

თუკი ეცდებით ერთი ჩვენგანის დასჯას, მიიღებთ ჩვენგან ათასს!

ლაზარე თავისუფალი უნდა იყოს! ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ არსებული უსამართლობის და უთანასწორობის წინააღმდეგ, ხალხში იმედის გასაჩენად!” – ნათქვამია ულტიმატუმში.

Post navigation

Previous: ეს იყო მმართველი პარტიისადმი ჩივილების, უარგუმენტო დასმენების წერილის წაკითხვა – გია აბაშიძე პრეზიდენტზე
Next: ელისო კილაძე პრეზიდენტს მადლობას უხდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.