მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის უფროსი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მის მანქანას ბენზინი გასდის და აფეთქებას გადარჩა.
ის ფიქრობს, რომ ეს არის იმ მუქარის გაგრძელება, რომელიც მასზე მიმდინდარეობს.
“გუშინდელი მუქარის შემდეგ, მოვერიდე ქალაქში გასვლას. მაინც მომიწია მცირე დროით გასვლა და გადავრჩით აფეთქებას. მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი და ბენზინი დიდი რაოდენობით ცხელ მექანიზმზე იღვრება. საგიჟეთში ვცხოვრობთ.”– წერს ჩალაძე.
