Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გიორგი ურუშაძემ დაბა ურეკში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა

მარშალ პრესი 17/04/2022
ურუშაძე

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაბა ურეკში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა, რომლებსაც პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცა.

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მოვინახულეთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. მათ გადავეცით სხვადასხვა საკვები პროდუქტები და ნივთები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა შეგროვებული. მინდა, თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მეგობარი უკრაინელი ხალხის დახმარებისათვის,“- აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.

„დაბა ურეკში ის უკრაინული ოჯახები მოვინახულეთ, რომელთაც ომის გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ. კიდევ ერთხელ, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ მეგობრების გვერდით ვდგავართ!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ამ ეტაპზე, ურეკის ორ სასტუმროში 21 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვიდნენ და მათი უმრავლესობა ქალაქ ხარკოვის მკვიდრია. საქართველო კვლავ განაგრძობს როგორც ომში მყოფი, ასევე, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპის ფარგლებში შეგროვებული ტვირთი.

Continue Reading

Previous: თეა წულუკიანი: მჯერა, რომ უკრაინაში ამ ვიზიტით კიდევ უფრო გაამყარდება ორ ხალხს შორის ტრადიციული მეგობრობა, რომელსაც ვერავითარი სხვადასხვა პოლიტიკური პოზიცია ვერ დააზიანებს
Next: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025