Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მან აირჩია გზა, რომელიც აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 31/03/2023
ზაალ ანჯაფარიძე

მე ველოდი “პრეზიდენტი”-ს ასეთ გამოსვლას და ვფიქრობ, ბევრი ელოდა, სხვა შინაარსი და პათოსი მისგან მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელიც, რადგანაც მან ირჩია ის გზა რაც ირჩია, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი წლიური მოხსენებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილმა აირჩია გზა, რომელიც მას აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, თუმცა, აახლოებს დესტაბილიზაციის მსურველებთან. „

მე ველოდი “პრეზიდენტი”-ს ასეთ გამოსვლას და ვფიქრობ ბევრი ელოდა, სხვა შინაარსი და პათოსი მისგან მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელიც, რადგანაც მან ირჩია ის გზა რაც ირჩია – გზა რომელიც მას აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, უპირველეს ყოვლისა მისი ამომრჩევლებისგან და აახლოებს მათთან, დესტაბილიზაციით და მოლოტოვის კოქტეილებით რომ სურთ ევროპისკენ გზის გაკაფვა. ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე საქართველოს საზოგადოებას არაერთი მწარე გაკვეთილი უგემია. ზოგჯერ გამოუტანია სწორი დასკვნები, ზოგჯერ ვერა. გაკვეთილიდან სახელწოდებით “სალომე ზურაბიშვილი” იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თენგიზ გოგოტიშვილიც ერთ-ერთია ფაშისტების რიგებიდან – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ ოპოზიციის და არა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გააღრმავა ქვეყანაში პოლარიზაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.