Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

თუ ადრე „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობდა პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი

მარშალ პრესი 31/03/2023
ირაკლი კობახიძე7

თუ ადრე „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობდა პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა-2“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული.

„მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ტელევიზიის თუ ზოგადად ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსს და ამის ცვლილებას გასული სამი თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში.

თუ ადრე „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობდა პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა უკვე კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა-2“, ანუ ადრე ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც დაბალანსებული ტელევიზია, დღეს დაემსგავსა კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ და განსხვავება რეალურად ერთის და მეორეს მაუწყებლობას შორის არსებითად აღარ არის. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: რაიმე უბედურება რომ მოხდეს ამ ქვეყანაში და ომი დაიწყოს, პირველი სალომე ზურაბიშვილი გაიქცევა – ნიკოლოზ მეტრეველი
Next: პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას, ხალხს, სახელმწიფოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.