Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დღეს რეფერენდუმის დღეა, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას!

მარშალ პრესი 31/03/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის 32 წლისთავს ეხმაურება. ის ხაზს უსვამს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას როლსაც, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.

„დღეს რეფერენდუმის დღეა!

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას! რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ეს დღე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ახალი ისტორიის დასაწყისი.

საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ქართველმა ხალხმა სისხლით გამოისყიდა თავისუფლება. 9 აპრილის ღამემ მსოფლიოს ანახა ჩვენი ერის გმირობა და ქვეყანას მოუტანა დამოუკიდებლობა.

მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა და დღეს განსაკუთრებით, ხშირად ვსვამთ კითხვას – არის კი საქართველო სუვერენული სახელმწიფო? როდესაც კითხვა ხმამაღლა ისმის, ესე იგი ამ მხრივ პრობლემაა. რატომ გახდა აქტუალური ეს კითხვა დღეს და ვის მიმართ ისმება, ისევ რუსეთის თუ მასთან ერთად სხვა სახელმწიფოების მიმართაც?

ბოლო ერთმა წელმა განსაკუთრებით დაგვანახა ამ პრობლემის არსი და დაგვაფიქრა თითოეული ჩვენგანი. ჩანს, რომ ვერც რუსეთისგან გამოვიხსენით სრულად თავი, რადგან მათგან ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და ახალ სტრატეგიულ მეგობრებთანაც გვაქვს კითხვები, რომლებიც ასევე ქართველი ხალხის არჩევანია.

ამდენი არჩევანისა და მიღებული შედეგების შემდეგ, დღეს ანალიზის დროა, საით მივდივართ? რა გვსურს და რა არის ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო?

საით მივდივართ ვიცით – ევროატლანტიკური გზისკენ, ოღონდ, როგორ მივდივართ, აი, ეს უნდა ვიცოდეთ. ეს არის ის კითხვა, რომელიც სისრულეში მოიყვანს 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმში დასმულ ერთადერთ კითხვაზე პასუხს – გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა?

დიახ, გვსურს, ოღონდ არა ისეთი, დღეს რომ გვაქვს, მხოლოდ დეკლარირებული. ჩვენ გვსურს საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა და დღეს სწორედ ამ გზას მივუყვებით.

რეფერენდუმთან ერთად, დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მისი ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უზომოდ დიდია და მჯერა, ამ ღვაწლს ქართველი ხალხი შესაბამისად დააფასებს!

გილოცავთ საქართველოს რეფერენდუმის დღეს!“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროზე – ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას
Next: გიორგი ურუშაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025