Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ შემიძლია ყველაფრის მკადრებელ ქალს, რეზიდენტ ეკა ბესელიას გავუტარო ეს მდაბიო ჭორაობა – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 31/03/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

მამუკა მდინარაძე იყო “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ დააკავეს და მას შემდეგ, რეჟიმის ცვლილებამდე ადვოკატობის გარდა არსად უმუშავია, არც ერთი დღე! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი და „მდაბიო ჭორაობას“ უწოდებს მამუკა მდინარაძის შესახებ ეკა ბესელიას განცხადებას.

ლევან ნიკოლეიშვილი აქვეყნებს 2004 წელს, მამუკა მდინარაძის დაკავების კადრებს. იმ დროს იგი ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელი იყო. მამუკა მდინარაძემ უფლება მისცა ბრალდებულს, რომელსაც სასამართლომ განუსაზღვრა გადაადგილების უფლება, გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე წასულიყო თავისივე სახლში. ამისთვის იგი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

ნიკოლეიშვილის თქმით, როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ ვერაფრით დაძლია საკუთარი “აგენტობის კომპლექსი” და ასეთი სიბინძურით და ტალახის სროლით ცდილობს “რეაბილიტაციას”.

„არ შემიძლია ყველაფრის მკადრებელ ქალს, რეზიდენტ ეკა ბესელიას გავუტარო ეს მდაბიო ჭორაობა. როგორც ჩანს, ვერაფრით დაძლია საკუთარი “აგენტობის კომპლექსი” და ასეთი სიბინძურით და ტალახის სროლით ცდილობს “რეაბილიტაციას”. მამუკა მდინარაძე წინა ხელისუფლების ჭანჭიკი იყოო. მე ვიტყვი და მან თავი იმართლოს რომ არ იყოო, ეს პრინციპია.
მდინარაძე იყო “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ დააკავეს და მას შემდეგ, რეჟიმის ცვლილებამდე ადვოკატობის გარდა არსად უმუშავია, არც ერთი დღე!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

Post navigation

Previous: რატომ გვიბედავენ ამას? – ნინო ნადირაძის მწვავე და ემოციური პოზიცია მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაზე (ვიდეო)
Next: უსამართლოა სააკაშვილის ექსკლუზიურად სასათბურე ყოფა, რადგან რთულად მოიძებნება პენიტენციურ დაწესებულებაში უფრო დიდი დამნაშავე ვიდრე სააკაშვილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.