Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა საინტერესოა, ერდოღანიც რუსულ ნარატივს ავითარებს თუ როგორაა საქმე? – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 30/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეხმიანება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო კამპანიაში ჩართვას გარკვეული ძალები ცდილობდნენ.

ქადაგიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ნატოს წევრი და დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს – თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომში ჩართვა მისი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნებოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შედეგებს მოუტანდა ომი საქართველოს, რომელიც არც სამხედრო ალიანსის წევრია და სამხედრო დოქტრინაც მხოლოდ თავდაცვაზე აქვს აგებული.

„რა საინტერესოა, ერდოღანიც რუსულ ნარატივს ავითარებს თუ როგორაა საქმე?

არ დაგვავიწყდეს, თურქეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და მსოფლიო ათეულში შედის სამხედრო პოტენციალით…

ჰო და წარმოიდგინეთ, რომ ეს სახელმწიფო ღიად აცხადებს, ამ დამღუპველ ომში ჩართვა, თურქეთისათვის დამანგრეველი იქნებოდაო.

ახლა წარმოვიდგინოთ საქართველო, რომელიც არანაირ საერთაშორისო სამხედრო ალიანსში არაა გაწევრიანებული, ეროვნული სამხედრო დოქტრინა „თავდაცვაზე“ აქვს აგებული და მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უჭირავს ხელთ.

რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ამ გეოპოლიტიკურ, პარადოქსალურ ომში რომ ჩართულიყო, გაინტერესებთ?
დაგუგლეთ: ბუჩა, ბახმუტი, უკრაინული ქალაქები და მიხვდებით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ნაცლიბერალო ფაშისტებო, პრეზიდენტი ერდოღანი ტყუის? – გია აბაშიძე
Next: ომის „საჭიროება“ ჯერ რომ ისევ დღის წესრიგშია, ამის დასტური რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებაა – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.