Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 30/03/2023
მერია

თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მეტროსადგურებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში. აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება. გვინდა, შევახსენოთ ყველას, დედაქალაქის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში პლაკატების განთავსება არის კანონდარღვევა და მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად ისჯებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Continue Reading

Previous: ოპოზიციური სპექტრი ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ესხმის თავს
Next: თურქეთის პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები და მათი გეგმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე სრულიად რეალურია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025