Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ ჯღანმა გვესროლა ,,მოლოტოვის კოქტეილები” და მოგვინდომა გადატრიალება? – გელა ზედელაშვილი

მარშალ პრესი 30/03/2023
გელა ზედელაშვილი

ამ ჯღანმა გვესროლა ,,მოლოტოვის კოქტეილები” და მოგვინდომა გადატრიალება? – ასე ეხმიანება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი აქტივისტის დაკავებას, რომელიც ბრალდებულია 7-8 მარტის აქციების დროს,  პოლიციელების ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მოლოტოვის კოქტეილების სროლაში.

“ფაქტია, გვესროლა და გადატრიალებაც მოგვინდომა!

თქვენ უნდა გენახათ, როგორ დიდ გულზე იყვნენ ესა და ამის მსგავსნი მომდევნო დღეებში, როგორ იბრიქებოდნენ – ჩვენ უკვე მოვედითო… ჩვენ ამ პოლიტიკურ ელიტას დავამხობთო, ფაქტობრივად უკვე დავამხეთ, ძალაუფლების გადმობარების პროცესი მიდისო… ჩვენ უნდა გადმოგვაბაროთ, ახალგაზრდებსო… ეს ქვეყანა ჩვენიაო, ჩვენ გვეკუთვნისო… არა რუსულ კანონსო!

გაიგონეთ?

ეს ქარაქუცა ჩამძახოდა, საქართველო ჩემიაო. ისეთი დაბოლილ-გათანგული იყო, მართლა თავისი ეგონა!

ცოტა ხნის წინ დაუპატიმრებიათ… აქამდეც ნასამართლევი ყოფილა, მამაზე იძალადაო. მამაზე თუ იძალადა, ქვეყანას რას უზამს? ,,მოლოტოვის კოქტეილსაც” ესვრის და ზარბაზანსაც!

მავანნი დაიწყებენ ხოლმე, ზოგიერთ ახალგაზრდას ეშმაკის მოციქულს რატომ ეძახითო? აბა, ეშმაკის მოციქულს რა უნდა ვუწოდოთ, ქრისტეს მოწაფე? თან ლაკა გოგიევიჩის პარტიის წევრიც ყოფილა!

ჩვენ გვყვანან ნორმალური, ჯანმრთელი, საღად მოაზროვნე ახალგაზრდები, ისინი მიხედავენ ამ ქვეყანას, ასეთი ავადმყოფები არა”– წერს გელა ზედელაშვილი.

Continue Reading

Previous: რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში
Next: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ – თურქეთის პრეზიდენტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025