Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს – მალხაზ ურთქმელიძე

მარშალ პრესი 29/03/2023
მალხაზ ურთქმელიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება.

„გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, დღემდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

„რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

Continue Reading

Previous: ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა
Next: გაატყავეს ქვეყანა, ვიღაც ბოგანოები მილიონრები არიან – გუბაზ სანიკიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025