Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბათუმში „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

მარშალ პრესი 28/03/2023
337746957_165128516454308_8167076157125603272_n

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დღეს აჭარიდან დაიწყო. ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, რესან კონცელიძე და ალექსანდრე ტაბატაძე.

კონფერენციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.

29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

Post navigation

Previous: რაც უფრო მეტ ცილისწამებას გაუშვებთ POSTV-ის მიმართ, მით უფრო სწრაფად გადავა რეიტინგების სათავეში
Next: სალომე ზურაბიშვილი საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს – არაფერს ამბობს ნათია ბერიძეზე, რომელიც კეზერაშვილის ცოლის ძმის მსხვერპლი გახდა, თუმცა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას გმობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.