IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ზნედაცემული პრეზიდენტი გახლავთ და ყველაზე გოთვერანი ფილოსოფოსი – ვიგოდნიკი. ოპოზიცია კი უპრინციპო და მწყობრი ღირებულებების არმქონე კონგლომერატია.
რომელ პოლიტპატიმრებზე საუბრობს – გიორგი რურუაზე? ისე, ნიკა რურუამ არ უთხრა საჯაროდ, თუ არაფრის მაქნისი ხარ და არაფერი შეგიძლია რას ზიხარ მაგ სკამზე – გადადექიო? აბა, მითხარით, რომელ ოპოზიციონერს არ აქვს ენა დასველებული დეკანოზ მამალაძის ციხეში უკანონოდ ყოფნაზე? ყველას! ანუ ეს გჭირდებოდათ, თორემ გეკიდათ? მარგველაშვილი ის პრეზიდენტი არ არის, ორჯერ რომ მიმართეს შეწყალების თხოვნით და ვერ გაბედა, რადგან მეუფე შიომ შეეშვი მაგ საკითხსო, შემოუთვალა?.. თავისი კრიმინალი სანათესავო და სამეგობრო კარგად შეიწყალა, თან არაერთხელ. რატომ აგროვებთ ამ ჩასარეცხ არსებებს და რატომ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, როცა აიძულებთ ამ უპრინციპო და კომფორმისტ არსებას მისცენ ხმა? მარგველაშვილის პოლიტიკური განაჩენისთვის ბენდუქიძის და დეკანოზის ქეისებიც საკმარისი იქნებოდა ნებისმიერ გონიერ და თავმოყვარე საზოგადოებაში. მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოში – არა! ფრიად სამწუხაროა.“ – წერს გოჩა მირცხულავა. 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება