Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 27/03/2023
337302098_1389412031857045_6004251921882512490_n

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ამ პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათი ათასობით. რომ ყოფილიყო ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი ქვეყანაში ძალიან ბევრი, 10 000-ობით ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას და ამდენი, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ესაა რეალობა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიდან თითქმის 6.8 მლრდ ლარი.

„ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს, მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში, 6 მლრდ 800 მლნ ლარი და 200 მლნ წავიდა სახელმწიფო კლინიკებში.

ამით რა თქმა უნდა ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი, ძალიან განვითარდა ბოლო 10 წელიწადში. ესაა ჩვენი ხელწერა. ანუ რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს არის როგორც დღე და ღამე. ჩვენ მანამდე გახსოვთ, რომ სახელმწიფო რეალურად ადამიანებს, მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებას მართებდა, ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ყავდა აბსოლუტურად ბედის ანაბარად რომ იტყვიან. ჩვენ ყველა ეს მიდგომა შევცვალეთ და სახეზე გვაქვს ძალიან მაგარი შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: ” ჭუტა”-ს კანტორის გასაგონად, აქ დავწერ სიას – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ახალგაზრდებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.