Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის რეალური თანამონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი

მარშალ პრესი 27/03/2023
ჩიქოვანი

ჩვენი შეფასებით, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს შესრულებული, ვიდრე ის რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ თავის დროზე ჩვენს პარტნიორებს წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანდიდატის სტატუსი უკვე მიანიჭა, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 12 რეკომენდაციის შესრულებაში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რიტორიკა შეიცვალა.

„ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველომ აქაც უდიდეს პროგრესს მიაღწია და აქაც უკეთესი შედეგი აქვს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე არ უნდათ ამ პროცესს მოაკლდნენ. მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. მათი რეალური თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მან ვენეციის კომისიიდან მიღებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიამ დასკვნა საქართველოსა და მოლდოვის კანონპროექტზე დადო, თუმცა ამ დრომდე არ არის დასკვნა უკრაინაში უკვე მოქმედ კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ევროპის უმაღლესმა პირებმა თავის დროზე შეაქეს.

Continue Reading

Previous: მოვუწოდებ ყველას, ლიბერალს თუ არალიბერალს, გაუფრთხილდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 30 საუკუნის მანძილზე თავგანწირული ბრძოლის ფასად შემოგვინახეს
Next: სინამდვილეში, ქველმოქმედებად შემოსაღებული აქტი, სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, სამი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ვალდებულებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025