Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ნაც.მოძრაობის“ აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 27/03/2023
ჩიქოვანი

მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული ღირებულებები, იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ზუსტად ამის გამოა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, – ასე შეაფასა ირაკლი ჩიქოვანმა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზეც ისაუბრა, რომელიც 9 აპრილს უნდა გაიმართოს.

„დიდი მოლოდინები ამ აქციასთან დაკავშირებით არ მაქვს, ვინაიდან ეს აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ, იდეოლოგია არის ვანო მერაბიშვილის და ხელმძღვანელობს კომიკოსი ხაბეიშვილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა, 9 აპრილს კი რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.

Post navigation

Previous: რა მორიგ ე.წ. ქველმოქმედებაზე აქვს პრეტენზია უტიფარ მამუკა ხაზარაძეს?!
Next: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.