სოზარ სუბარი თამარ ჟვანიაზე – არავის აქვს მორალური და იურიდიული უფლება, რომ ტყუილ-უბრალოდ დასწამოს ადამიანს ცილი

134
წაკითხვა/ნახვა

არავის არ აქვს არც მორალური და არც იურიდიული უფლება, რომ ტყუილ-უბრალოდ დასწამოს ადამიანს ცილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ცესკო-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის განცხადებით, ოპოზიციამ ან უნდა დაუმტკიცოს მას რაიმე ბრალი, ან ბოდიში მოუხადოს, რადგან ეს „გამოაჩენს ოპოზიციის ადამიანურ მხარეს“.

„თამარ ჟვანიამ გაამართლა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, გაამართლა იმით, რომ აღმოჩნდა მართლაც ნეიტრალური. რაც შეეხება მის პროფესიონალიზმს, ამაში არც მანამდე არ გვეპარებოდა ეჭვი. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია გაუძლოს ძალიან სერიოზულ ცილისწამებებს ისე, რომ ამან არ მოახდინოს გავლენა მის მუშაობაზე. გავიმეორებ რასაც ხშირად ამბობენ ჩვენი გუნდის წევრები, ან დაუმტკიცონ რაიმე ბრალი, რასაც ვერ უმტკიცებენ, ან ბოდიში მაინც მოუხადონ ცილისწამებისთვის – ეს გამოაჩენს ოპოზიციის ადამიანურ სახეს თუ რამე მსგავსი შერჩენიათ. იქნება თუ არა შემდეგ არჩევნებზე, ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ პოლიტიკური გავლენა, თვითონ თუ რამეს გადაწყვეტს ეს მისი ნება იქნება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები
მოწონება