IMG.GE IMG.GE

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, 55.7%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა. სხვა პარტიების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

“ნაციონალური მოძრაობა” – 16.2%

“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 6.0%

“ევროპული საქართველო” – 5.6%

“ლეიბორისტული პარტია” – 4.5%

“პატრიოტთა ალიანსი” – 3.9%

“ლელო” – 3.7%

“გირჩი” – 2.2%

“ერთიანი საქართველო” – 1.0%

“თავისუფალი დემოკრატები” – 0.5%

სხვა – 0.7%

კითხვაზე, თუ რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ პარტიას დაუჭერთ მხარს, პასუხები ასე გადანაწილდა:

სრულიად დარწმუნებული ვარ – 64.8%

მეტნაკლებად დარწმუნებული ვარ – 26.4%

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული – 4.1%

სრულიად არ ვარ დარწმუნებული – 4.0%

მონაცემების შეგროვების მეთოდი – კვლევის მეთოდი პირისპირ ინტერვიუებია რესპონდენტების სახლში, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სქესისა და საარჩევნო ასაკის მქონე ადამიანებში ჩატარდა. ამ კვლევის ცდომილება 2-დან 3%-მდე მერყეობს.

Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება