Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში “ჯილდოს იმსახურებს

მარშალ პრესი 26/03/2023
გრეტა წიწავა

დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან – გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო – ისტორიები, რომელსაც ნაცმოძრაობის წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო!“– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება.

დეპუტატი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სანდრო გირგვლიანის წამების ამბავს და ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც წიწავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში “ჯილდოს იმსახურებს”.

„სამწუხაროდ ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის წამების შემზარავი ამბავი, ქართული საზოგადოების პროტესტი და ამ ყველაფერზე ეროვნული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილება -გამაოგნებელს უწოდებს სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ…

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში “ჯილდოს იმსახურებს”…

მოდი ვიყოთ გულახდილები და ვეცადოთ დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან – ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო – ისტორიები, რომელსაც ნაცმოძრაობის წევრებიც კი ამბობენ ცუდი იყო!…“-წერს გრეტა წიწავა.

Post navigation

Previous: სალომე სამადაშვილი და “ლელო” შემტევ ბრძოლას იწყებენ
Next: როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელი ჯალათი ასეთ პატივში იყოს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.