Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ლიბერალ-ფაშისტებს ახალი სახელი გამოუჩნდათ – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 25/03/2023
დავი ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„საქართველოს ერთ ,„საკონცენტრაციო ბანაკად“ გადაქცევის პერიოდში საზოგადოებაში შეიქმნა რამდენიმე „კრებსითი სახელი“, რომელიც ყველაზე კარგად ასახავდა იმდროინდელ რეჟიმს. მაგალითად: „,ნუნუგინტური“ – ანუ, ნოტარიუსი, რომელიც ღამით თქვენს ქონებას რომელიმე VIP-ნაცის ან მისი ცოლის (საყვარლის) სახელზე გააფორმებდა. ან „რომანშამათავა“- რომელიც თქვენ ქმარს (შვილს, ძმას) კატარღით ზღვაში გაიყვანდა, თავში იარაღს ესროდა და ფეხებზე ბეტონ-მიმაგრებულს ფსკერზე გაუშვებდა. ან „თემურუბირია“ – რომელიც თქვენს ქმარს (შვილს, ძმას) მართალია, არ მოკლავდა, მაგრამ „გააქათამებდა“. ან კიდევ „მეგისქარდავა“ – რომელიც ამ „გაქათამებაზე“ ბრძანებებს იძლეოდა და ა.შ.

საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთს, დასავლეთი ,,დემოკრატიის წინსვლას” უწოდებდა, ხოლო მის მთავარ შემოქმედ სააკაშვილს – „დემოკრატიის შუქურად“. მას შემდეგ, „საკონცენტრაციო ბანაკი“ თითქოს და „დაიხურა“, მაგრამ ვერშემდგარი ქართული „ნიურნბერგის“ პირობებში ჩვენს ქუჩებში, პარლამენტში, საჯარო სექტორში კვლავ დადიან ჯალათები, სადისტები, მკვლელები – რომლებსაც დასავლეთი სიყვარულით და პატივისცემით „ოპოზიციად“ და „დემოკრატებად“ მოიხსენიებს.

დღეს „დაუსჯელობის სინდრომით“ ფრთაშესხმულები ისინი კვლავ დაგვდევენ ჩვენ, ჩვენს შვილებს. აიძულებენ ცნობად სახე-მანდილოსნებს ჯიბით „ელექტროშოკერების“ ტარებას, ხოლო ყოფილ დეპუტატებს – ახსენებენ მათ კონსტიტუციურ უფლებას, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე. დღეს ამ ლიბერალ-ფაშისტებს ახალი კრებსითი სახელი გამოუჩნდა: „დიმიტრიჩიქოვანი“ – ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე. სრულიად „შემთხვევით“ – მას დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა განასახიერებს.

დუმს ომბუდსმენი, დუმს ჟურნალისტური „საძმო“, ხმას არ იღებენ ,,ფემიციდოლოგები” და რა თქმა უნდა – POS TV-ს ჟურნალისტ ბერიძე ნათია -ზე თავდასხმა არ შევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში. იმიტომ, რომ – ეს კრებსითი სახელები, მათ პირმშოებს წარმოადგენენ, ხოლო საკუთარ კონტინგენტს ესენი არა თუ არ ეხებიან, „უცხოური გავლენის შესახებ“ ქართული კანონპროექტის მაგალითისა არ იყოს – გაშმაგებულები, თუნდაც სისხლის ზღვრამდე იცავენ. მაგრამ, აი ამ ყველაფრის მიუხედავად – მათი დასასრული გარდაუვალია!!!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ვეთანხმები კელი დეგნანს, ოპოზიციური მედიაგარემო ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში – თამარ ჩიბურდანიძე
Next: დედამიწის საათის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 1 საათის განმავლობაში სრულად ჩაბნელდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.