Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოკლედ, „ყველა გზა კეზერასთან მიდის“ – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 25/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

„მოკლედ, „ყველა გზა კეზერასთან მიდის“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თათია სამხარაძისა და კეზერაშვილის ცოლის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, კეზერაშვილი იმავე მეთოდების „ერთგულია“, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა.

„ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყველას ახსოვს კეზერაშვილის მეთოდები, სასურველი შედეგის მისაღებად:

• შანტაჟი;

• მუქარა;

• მოსყიდვა;

• გამოძალვა;

• ფიზიკური ლიკვიდაცია.

ჰოდა, დროისა და სივრცის მიუხედავად, იგივე ხელწერას იყენებს სასურველი შედეგის მისაღებად – ფულით ვერ მოისყიდის? არაკანონიერ ქმედებასაც ჩაიდენს, მოიტაცებს, დააშინებს…

რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში?!

მოძალადე იყო კეზერაშვილი და მოძალადედვე დარჩება. საკუთარი ბინძური ჩანაფიქრების შესრულება ცოლის ძმას დაავალა და, ადრე თუ სახელმწიფო უწყებების გამოყენებით ცდილობდა მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილებას, ახლა ნათესავების საშუალებით ცდილობს.

უბრალოდ, ერთი რამ ავიწყდება, ამ ქართული ჯარის ხარჯზე გამდიდრებულ ნაძირალას:

– ნაც-რეჟიმი წარსულ ჩაბარდა და „გვამების“ ზღვაში გადაყრას, რეზონანსის გარეშე ვერ მოახერხებს.

ახლა 2003 წელი აღარ არის, აღარც საინფორმაციო ველია მისგან უზურპირებული…

„როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება“, ისე კეზერაშვილი ვერ მოიშლის ნაძირლობას! და „როგორც კუზიანს სამარე გაასწორებსო“, ისევე უნდა მიეჩინოს კეზერაშვილის დაფინანსებულ „ჯიბის გოშიებს“, კუთვნილი ადგილი – პოლიტიკური სამარე!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: თათია სამხარაძის მონაწილეობა და მისი შეხვედრები კეზერაშვილის ცოლის ძმასთან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს
Next: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო, ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.