Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თათია სამხარაძე ამ დრომდე რჩება დიმიტრი ჩიქოვანის ბინაში – რა ხდება ადგილზე? (ვიდეო)

მარშალ პრესი 25/03/2023
5005

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქაოვანის სახლში იმყოფება ყოფილი ტელეწამყვანი თათია სამხარაძე და თავად დიმიტრი ჩიქოვანი.

როგორც ტელეკომპანია “პოსტვ” წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კონსპირაციული შეხვედრა უკავშირდება კამპანიას, რომელიც შალვა რამიშვილის წინააღმდეგ დაიწყო.

კერძოდ, პოსტვ”-ის ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანის ხელით კეზერაშვილმა გარკვეული თანხა გადაუხადა სამხარაძეს ამ კამპანიის საწარმოებლად, თუმცა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სავარაუდოდ, ვერ მოხდა შეთანხმება თანხის რაოდენობაზე.

“პოსტვ”  წყაროზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ სამხარაძე შესაძლოა გატაცებული იყოს, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ასევე ადვოკატები და ჟურნალისტები.

ბინაში არ შეუშვეს კამერები, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ სამხარაძე კარადაში დამალული აღმოაჩინეს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის გატაცებულია.

სამხარაძე ამ დროისთვისაც წერეთლის გამზირზე მდებარე ბინაშია.

Post navigation

Previous: ბატონმა მამუკა ხაზარაძემ არ იცის, რომ ადრე მოუწია ჩასაძირად განწირული გემიდან გადახტომა – ზურაბ ქადაგიძე
Next: “პოსტვ”-ის ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.