Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა ოდიშარია – მთელი პოლიტიკური სპექტრი არის დღეს წარმოდგენილი ხალხის სახელით უკრაინაში, მინუს „ნაციონალური მოძრაობისა“

მარშალ პრესი 16/04/2022
ბექა ოდიშარია

მთელი პოლიტიკური სპექტრი არის დღეს წარმოდგენილი ხალხის სახელით უკრაინასა და სხვადასხვა ქალაქში, მინუს „ნაციონალური მოძრაობისა“, – ამის შესახებ „იმედს“ განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ, რომელიც უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში იმყოფება.

„ეს არის მათი გადაწყვეტილება და ეს არის ის, რასაც მთელი მათი მოღვაწეობის განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ – საქართველო და მინუს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძნელია, უემოციოდ უყურო, რაც ხდება უკრაინის ქალაქებში.

„ძნელია უემოციოდ დატოვო ის, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ – ერთგან 60 ადამიანის, ერთგან 50 თვალახვეული, ხელებშეკრული ნაწამები ადამიანის სამარხი. მუშაობენ ფრანგი ჟანდარმები, უკრაინის კრიმინალური პოლიცია, შესაბამისი სტრუქტურები. ეს საოცარი, ლამაზი დაბა მიწასთან არის გასწორებული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დელეგაციაში შედიან ვიცე-სპიკერები – არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი – ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს
Next: ნიკოლოზ სამხარაძე – უკრაინული მხარე დარწმუნდა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის უარყოფით არანაირ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.