დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის პარალელურად, დაზიანებული სპორტული მოედნების განახლებასაც აქტიურად ახორციელებს.
სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დიდუბეში, ასევე დიღმის მასივში. გვეტაძის ქუჩის N4-სა და დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსების მიმდებარედ ფეხბურთის მოედნების, ხოლო სამტრედიის ქუჩის N3-ში – კალათბურთის მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვლება. ასევე, დამონტაჟდება ლითონის მავთულბადე, საკათბურთო მოედანზე კი სრულად შეიცვლება პოლიპროპილენის მულტიფუნქციური ფილები და კალათბურთის ფარები.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.
მოედნების აღდგენის სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დოკასპორტი“ ასრულებს. სამუშაოებისთვის 110 000 ლარია გამოყოფილი.
