Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტარები კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი – პრემიერი

მარშალ პრესი 24/03/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპარლამენტარები კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ მათი კრიმინალია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროკურატურები გამოძიებებს აწარმოებენ და საქართველო ამ გამოძიების პროცესში მათთან კოორდინაციაშია.

„რა გვითხრეს ევროპარლამენტარებმა კეზერაშვილზე. ადამიანი, რომელიც არის „ელიტური კორუფციის“ ფუძემდებელი საქართველოში, ჯარის მძარცველი, ბიზნესის რეკეტიორი და ევროპელი პენსიონერების მძარცველი, ქურდი, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროკურატურები აწარმოებენ გამოძიებებს და ჩვენ ვართ ჩართულნი და ვართ კოორდინაციაში. კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ძალიან ზუსტი შეფასებებით წარსდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე – ზურაბ ქადაგიძე
Next: რა ჰქვია ამ საქციელს? – თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.