გიორგი გახარიას გადაწყვეტილება იმ კონკრეტულ მომენტში არავისთვის იყო მისაღები – კახა კალაძე

705
წაკითხვა/ნახვა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ იმ კონკრეტულ მომენტში მიუღებელს უწოდებს.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის გადაწყვეტილება, რომელიც მან კონკრეტულ მომენტში მიიღო, რა თქმა უნდა, არავისთვის იყო მისაღები“, – განაცხადა კალაძემ.

გიორგი გახარიამ 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. როგორც მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი ნიკა მელიას საქმეზე აზრთა სხვადასხვაობა იყო იყო.

„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან, საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი… იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან“, – თქვა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები
მოწონება