ყოფილი პრეზიდენტის საქმე გვაჩვენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ ყოფილა – მარიამ კუბლაშვილი

881
წაკითხვა/ნახვა
mpn

ყოფილი პრეზიდენტის საქმე გვაჩვენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ ყოფილა და ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია!”- წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს შექმნილ ქაოტურ საავტომობილო მოძრაობას, რის გამოც მოქალაქეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

“სასამართლოსთან მისასვლელი ყველა გზა დაკეტილია! ტერიტორია სავსეა პატრულის მანქანებით. პროცესზე ვერ მივედი, მანქანის გაჩერება შეუძლებელია!!!! უმჯობესია ამ დღეს პროცესები არ ჩაინიშნოს, უხეშად ირღვევა სხვა ბრალდებულთა უფლებები და ყოფილი პრეზიდენტის საქმე გვაჩვენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ ყოფილა და ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია!
პარალიზებულია ქვეყანა!
პარალიზებულია სასამართლო!
დავიღალეეეეეეეეეეთ!
დავიღალეთ!”– წერს მარიამ კუბლაშვილი.
კომენტარები
mpn
მოწონება