„რაც შეეხება ღმერთთან სიახლოვეს, რასთან არის სააკაშვილი ახლოს, ამას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ის ყოველ თავის გამოსვლაში სასამართლო პროცესებზე.” – კობახიძე სააკაშვილზე

375
წაკითხვა/ნახვა
mpn

„რაც შეეხება ღმერთთან სიახლოვეს, რასთან არის სააკაშვილი ახლოს, ამას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ის ყოველ თავის გამოსვლაში სასამართლო პროცესებზე.”– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც მას მიხეილ სააკაშვილზე დაუსვეს კითხვა.

“რაც შეეხება შერიგებას, შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ განსაკუთრებით სააკაშვილის გამოსვლებში. უფრო მეტიც, ის ძალიან ხშირად იმუქრება ხოლმე. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულებს, უნდა აღიარონ დანაშაულები, მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის ის უმძიმესი კორუფციული დანაშაული, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში თეორიულად რა თქმა უნდა დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის არავითარი იმედი არ გვაქვს.

ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს, უბრალოდ, მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება. ამას ისინი ელემენტარულად ვერ შეძლებენ. ამის რესურსი რომ ჰქონოდათ, იმ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ, რაც ჩაიდინეს ცხრა წლის განმავლობაში და შემდეგ მომდევნო 9 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
mpn
მოწონება