Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უნდა დავანახოთ, სად დგას ქართველების უმრავლესობა და რა მოთხოვნები აქვს

მარშალ პრესი 24/03/2023
გია გაჩეჩილაძე

მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში თბილისში დაგეგმილ დიდ შეკრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მის მეგობარს, ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, შეკრების ადგილსა და დროზე ბჭობენ და საზოგადოებას მალე შეატყობინებენ.

„ეს არის ზაზა პაპუაშვილის ინიციატივა, რომელსაც მე ორივე ხელით მხარს ვუჭერ, რადგან ვგრძნობ, რომ საზოგადოებაშიც იგივე დუღილია. ჩვენ გვესმოდა, რა მნიშვნელობას იძენს ხალხის შეკრება, რადგან დღეს ვინც ეთერში გამოდის, განსაკუთრებით იმ სამი ტელევიზიიდან, საზოგადოებისა და ხალხის სახელით ლაპარაკობს და ჩვენ მართლა გვაინტერესებს, ვინ ვართ ის ადამიანები, ის ხალხი, რომელსაც ეს ყველაფერი გავლილი და ნანახი გვაქვს 30 წლის განმავლობაში.

90-იან წლებში გადავაგდეთ მთავრობა და ამას მოჰყვა ომი და ტერიტორიების დაკარგვა, ორიათასიანებში გადავაგდეთ მთავრობა – ამას მოჰყვა ომი და ტერიტორიების დაკარგვა. დღესაც იგივე განწყობებია ადამიანების გარკვეულ ნაწილში, რომლებიც გამუდმებით მოუწოდებენ დესტაბილიზაციისკენ. ამ ადამიანებს უნდა დავანახოთ, სად დგას ქართველების უმრავლესობა და რა მოთხოვნები აქვს. ძირითადად ეს არის მშვიდობის, სამართლიანობის დუღილი“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

Continue Reading

Previous: სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს – რატი ბრეგაძე
Next: „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა სათაურები – „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025