Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია – კელი დეგნანი

მარშალ პრესი 23/03/2023
კელი დეგნანი

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ახალქალაქში ვიზიტისას განაცხადა.

დეგნანის პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის წლევანდელ სამიტში საქართველოს პრეზიდენტის (და არა მთავრობის ან პარლამენტის წარმომადგენლის) მონაწილეობას ეხებოდა.

როგორც ელჩმა განმარტა, სამიტს სალომე ზურაბიშვილი წინა წელსაც დაესწრო.

“პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ. იგი წინა წლის [დემოკრატიის] სამიტს დაესწრო. ყველა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები აიღო და წლევანდელი სამიტი ამ ვალდებულებების შესრულებას შეეხება. საქართველოს შემთხვევაში ეს მთლიანად მთავრობის ვალდებულებები იყო, ასე რომ დემოკრატიის გაუმჯობესების და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ თავად დაისახა საკუთარი თავისთვის, მთავრობის მონაწილეობაც არის.”- განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

Continue Reading

Previous: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა
Next: გაუნათლებლობის გარდა უტვინოა და აქვს ხასიათის ის თვისებები რაც ხაბეიშვილს ამსგავსებს – ლევან ჭოტორლიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025