Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან

მარშალ პრესი 23/03/2023
ირაკლი კობახიძე

სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა ეს კანონი გაწვეული იქნა, აქედან გამომდინარე დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე.

„დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს.

ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. არის შექმნილი ყალბი არასამთავრობო „დროა“, იგივე სახელით იგივე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს ყველგან, საზოგადოებას მივწვდით ინფორმაციას და ამაზე საუბარი გაგრძელდება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
Next: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტმა, ეკა სეფაშვილი ერთხმად აირჩია მომხსენებლად საკითხზე „ბავშვები სამუშაო სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025