Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველივე დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო დავით-გარეჯის საქმეს, გაოგნებული იყო, ვერ დაიჯერა, რომ ამხელა დანაშაულია ჩადენილი

მარშალ პრესი 23/03/2023
არქიმანდრიტი კირიონი

ვინც საქმეს აკეთებს, იმის წინააღმდეგ არის ბრძოლა – ჩემ მიმართ, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.

„პირველივე დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო დავით-გარეჯის საქმეს, ის გაოგნებული იყო: ვერ დაიჯერა, რომ ამხელა დანაშაულია ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მან დაავალა კრიზისების მართვას გამოკვლევა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ჩართულია ამ საქმეში და პულსზე ხელი უდევს. ჩემი იმედი ეს არის – ვიცი ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. მე უკვე აღარ ვარ აქტიური დღეს, რადგან სახელმწიფო და კომპეტენციის მქონე ხალხია ჩარეული, მიხედავენ ამ საქმეს და ჩემს ქვეყანას ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება, რადგან საიმედო ხელშია. მე ვიყავი აქტიური მაშინ, როდესაც საფრთხეს ვხედავდი, როცა ვერ ვხედავ საფრთხეს, არ არის ჩემი ადგილი“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

Post navigation

Previous: შალვა რამიშვილი ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)
Next: მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.