Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 22/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა – არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონპროექტის შინაარსში არავინ უნდა შესულიყვნენ, – ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცადა.

მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება თუ რა მოიტანა ამ კანონპროექტმა, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ სხვა ზრახვებს ატარებენ.

„შავით თეთრზე ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, როდესაც ჯერ კიდევ კანონპროექტის ინიცირებამდე პროცესის გაშავების მცდელობა დაიწყო. საბოლოოდ კი, ვნახეთ, კანონპროექტის წინააღმდეგ რა მასშტაბის წინააღმდეგობა წამოვიდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს კანონპროექტის მიზანი რა იყო – ის გარკვეული რისკები [დაეზღვია] და საზოგადოება უცხოეთიდან მომდინარე საშიშროებებისგან დაეცვა. ვნახეთ, რომ ამ კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა – არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები საუბრობენ ზოგადად კანონშემოქმედებაზე, იურისპრუდენციაზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონის შინაარსში არ უნდა შესულიყვნენ. ამ ყველაფერმა კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, როცა სესიაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი – ყველამ ერთ ხმაში ფეიკკამპანიის ჩატარება დაიწყო. ოპონენტების განცხადებები ყოველგვარ ლოგიკის ჩარჩოს სცდებოდა.

რაც დრო გავა, უფრო მეტად დავინახავთ, ამ კანონპროექტმა თუ რა მოიტანა. პირველ რიგში ის, რომ დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ, რეალური ზრახვები რა არის“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში
Next: შალვა რამიშვილი ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.