IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სანამ ქვეყანაში საკუთარი სახლებიდან დევნილი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გვეყოლება, არცერთ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოხელეს არ გვექნება დამშვიდების და მოდუნების უფლება,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის პერიოდში საცხოვრებელი სახლით ათასობით დევნილი უზრუნველყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში აშენდა თანამედროვე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთათვის. ეს პროცესი კვლავ შეუფერხებლად გაგრძელდება, როცა ჩვენი გუნდი ახალი ვადით მოვა ხელისუფლებაში. კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობასთანაც გულწრფელი და საინტერესო დიალოგი გვქონდა. არც ეს უბანი დარჩენილა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა. განახლდა გზის საფარი, ასევე, მოწესრიგდა სანიაღვრეები“, – განაცხადა ლომინაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება