Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე შესაძლოა ნაც.მოძრაობიდან წავიდეს

მარშალ პრესი 22/03/2023
ხატია დეკანოიძე

თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით – ამაზე ნაფიქრი მაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ტოვებს თუ არა პარტიას.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მის მიერ იქნება გაჟღერებული.

„მე ჩემს გადაწყვეტილებას მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებას გამცნობთ ჩემი მხრიდან, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით. გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული”, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, მას ბოიკოტის საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან აზრთა სხვადასხვაობა აქვს და აღნიშნულ თემაზე მძიმე საუბრებიც ჰქონდა.

„მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა ხანდახან ვიმუშაოთ იმ ატმოსფეროში, რომელიც არ მოგვწონს, ამიტომ ვფიქრობ და ამასთან დაკავშირებით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტში სრული სამუშაო შემადგენლობით წარმოდგენილი იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და მქონდა, მათ შორის, მძიმე საუბრები და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

Post navigation

Previous: სააკაშვილის დაუმორჩილებლობისა და უნდობლობის გამო, კლინიკა “ვივამედმა” შესაძლოა მის მკურნალობაზე უარი თქვას
Next: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.