IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბექა ფერაძის თქმით, ჯარიმა არ არის თვითმიზანი, არამედ ხდება ობიექტების გაფრთხილება, რეკომენდაციების გაცემა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოგვიწერვს გამოვიყენოთ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გარდა იმისა, რომ სანქცირებას ვიყენებთ, ვაძლევთ რეკომენდაციებს და გაფრთხილებებს, მიმდინარე დღეებში ხუთი ათასამდე გაიცა რეკომენდაცია, გაფრთხილება, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები იქნას დაცული. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვდგებით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვიყენოთ სანქცირების მექანიზმი.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ხდება გაფრთხილება, რეკომენდაციის მიცემა, მაგრამ თუ ამის წინაშე დავდგებით, ჩვენ მოგვიწევს, ეს გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საზედამხედველო სისტემა, არამედ თითოეული მოქალაქის, დასაქმებულის და დამსაქმებლის პასუხისმგებლობაცაა, რომ მათ დაიცვან რეკომენდაციები და თვითშეგნება იყოს ამაღლებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება