Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • მედია

კახა ბექაურმა პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა – Mediatsigniereba.ge გააცნო

მარშალ პრესი 22/03/2023
კახა ბექაური

თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ერთგვარი ჰაბია, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის აერთიანებს რესურსებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შექმნა მიზნად მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციის ერთიან ონლაინ სივრცეში თავმოყრასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს, ამისთვის კი, მომხმარებელს მუდმივად განახლებად საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს.
კახა ბექაურმა საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე უკვე 100-ზე მეტი რესურსია განთავსებული.

Post navigation

Previous: კახა ბექაურმა პარლამენტში 2021 წელს განხორციელებულ მედიაწიგნიერების პროექტებზე ისაუბრა
Next: სააკაშვილის დაუმორჩილებლობისა და უნდობლობის გამო, კლინიკა “ვივამედმა” შესაძლოა მის მკურნალობაზე უარი თქვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.