19 აპრილის შეთანხმება ზუსტად, ზედმიწევნით განმარტავს იმას თუ რა არის გასაკეთებელი სასამართლო სფეროში – ირაკლი კობახიძე

255
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

19 აპრილის შეთანხმება ზუსტად, ზედმიწევნით განმარტავს იმას თუ რა არის გასაკეთებელი სასამართლო სფეროში, როცა საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მითითებულია, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ისე, როგორც ეს არის საჭირო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვისა და მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

„19 აპრილის შეთანხმება ზუსტად, ზედმიწევნით განმარტავს იმას თუ რა არის გასაკეთებელი სასამართლო სფეროში, როცა საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მითითებულია, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით. ბუნებრივია, როცა საუბარი ეხება დანიშვნებს ძალიან რთულია დაელოდო 1-წლიან პერიოდს, აქედან გამომდინარე ჩვენ გადავხედავთ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ისე, როგორც ეს არის საჭირო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვისა და მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება