Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის ტესტები დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

მარშალ პრესი 16/04/2022
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის ტესტები დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომელიც საშუალებას იძლევა იმიტირებული გამოცდის სახით, დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი ცოდნის დონე შეაფასონ.

„პროგრამაში მოცემულია 3000მდე კითხვა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფდება.

კვალიფიკაციის დასადასტურებლად გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 3 მიმართულებით: სრული, დაბალი და საშუალო და სპეციალური პროგრამის ნაწილში.

თითოეული მიმართულებით შედგენილია ტესტური დავალებები, სიტუაციურ ამოცანებთან და კაზუსებთან ერთად.
პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://oshtesting.moh.gov.ge/iExam/public/exam

ტესტირების გავლა შესაძლებელია სმარტფონების გამოყენებითაც“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის წესების სანახავად კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ბმულით: https://drive.google.com/…/1L…/view…

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა
Next: დავით სონღულაშვილი: კახეთის მაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტვირთების გაზრდილ მოძრაობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.