IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შემოწმებული 1 500 სკოლიდან, ნებართვა მხოლოდ 614-ზე გაიცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სკოლების შემოწმებები გრძელდება, დღევანდელი მონაცემებით შემოწმებულია 1 500-მდე სკოლა, სადაც ნებართვა მხოლოდ 614 სკოლაზე გავეცით, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 81-მა სკოლამ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

რა წესების დაცვით განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი. დეტალურად

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება