IMG.GE IMG.GE

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE